რეზონანსი
18.09.2018

 (რეზონანსი)„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სალომე ზურაბიშვილის მიერ 17 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს უკავშირდება:

„ჯანდაბას თქვენი თავი და ტანიო - ეს არ ეწერა სალომეს სუფლორზე, მაგრამ იგულისხმა. მნიშვნელობა არ აქვს რას დაუწერენ "პიარშიკები". ზურაბიშვილის საპრეზიდენტო სლოგანია - საქართველომ დაიწყო ომი. რეალურად ასეც ფიქრობს. ამ ქალის პრეზიდენტობა არის ნელი მოქმედების ნაღმი საქართველოს სახელმწიფოს ფუნდამენტში ჩადებული. დღეს ის წუწუნებდა - მედიას და ოპოზიციას აკრიტიკებდა. ჯერ სადაა - ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ, რომ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გამოეთიშოს საპრეზიდენტო არჩევნებს. ჯოჯოხეთი!"

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×