რეზონანსი
18.09.2018

 (რეზონანსი) ტაქსების რეფორმის ფარგლებში თბილისის მერია მუშაობს ტაქსის ერთიან ვიზუალურ სტანდარტზე, რომელიც2019 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდება და ქალაქში მოძრავი ყველა ტაქსი ამ პერიოდიდან საერთო სტანდარტშიჩაჯდება- ამის შესახებ ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის განმარტებით, ამ საკითხზე თბილისის მერია საკრებულოსთან ერთად მსჯელობს და ესსტანდარტი 1 ნოემბრამდე იქნება დამტკიცებული.

„ეს სტანდარტი გაითვალისწინებს ტაქსის ერთიან დიზაინში რეკლამის განთავსების ადგილს, რომელიც შექმნისდამატებით შემოსავალს ტაქსის მძღოლებისთვის. ტაქსის მძღოლებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონავტომობილზე გამოყოფილი სარეკლამო ადგილით და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მიიღონ დამტებითიფინანსური სარგებელი"- განაცხადა კახა კალაძემ.

საკრებულომ ტაქსების რეგულაციის წესი 27 ივლისს დაამტკიცა.

რეგულირების მეორე ეტაპი 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დაიწყება და საჭისა და კარების გარდა, ყურადღებატაქსის ფერსაც მიექცევა. კერძოდ, 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ტაქსებისთვის განკუთვნილი ფერიდადგინდება.

თბილისის მერმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს თქვა, რომ ტაქსებისთვის რეგულაციებისდაწესება აუცილებელია. ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, დაჯარიმდებიან. ტაქსებისრეგულაციაზე საუბარი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაშიც არის, რომელიც კახა კალაძემ 24 ივლისსწარადგინა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×