რეზონანსი
18.09.2018

 (რეზონანსი) საქალაქო სასამართლოში მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის(ბახალა) სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმე ეხება დიდიოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვას და ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოშიუკანონოდ შემოტანას.

"ბრალდების მხარე დღეს დაკითხავს მოწმეს, რომელიც უშუალოდ გადაადგილდებოდა რეანომობილითსაიდანაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები იქნა ამოღებული", - განაცხადა სასამართლოსხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ირინე ჩოჩიამ.

დაცვის მხარის განცხადებით კი, ბრალდებული გიორგანაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს და მიიჩნევსრომ არსებული სისხლის სამართლის საქმე იმ საქმის გადასაფარად "შეიკერა" სადაც გიორგანაშვილს 8წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

"გრძელდება ე.წ. რეანომობილიდან ამოღებული ნარკოტიკების საქმეზე არსებითი განხილვა. აღნიშნულისაქმე „შეიკერა" იმისთვის რათა გადაიფაროს „ჩადების" საქმე. გიორგი გიორგანაშვილი თავს დამნაშავედარ ცნობს" , - განაცხადა გიორგანაშვილის ადვოკატმა შოთა კახიძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×