რეზონანსი
18.09.2018

 21 სექტემბრიდან, ყოველ პარასკევს და შაბათ ღამეს 00:00 საათიდან 06:00 საათამდე მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრიდან" "ვარკეთილამდე" ავტობუსი იმოძრავებს. თბილისის მერის ინფორმაციით, მარშრუტი "ღამის ეკონომიკის" პროექტის ფარგლებში შემუშავდა და დაიგეგმა ისე, რომ დედაქალაქის უმეტესი ნაწილი მოიცვას და მგზავრები დედაქალაქის აქტიურ წერტილებთან დააკავშიროს.

"ავტობუსს ექნება ტრაფარეტი "ღამის ავტობუსი" და საპილოტე მარშრუტზე 1-საათიანი ინტერვალით და სტანდარტული ტარიფით იმოძრავებს. ამასთანავე, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფიც იმოქმედებს. 

ვფიქრობ ეს ძალიან მოსახერხებელი იქნება, როგორც ღამის ცხოვრების მოყვარული ახალგაზრდებისთვის, ისე ტურისტებისთვის და ღამით დასაქმებული მოქალაქეებისთვის", - განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×