რეზონანსი
18.09.2018

 სახალხო დამცველმა ტელეკომპანია "იბერიას" გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას კორუფციის მასშტაბები განაზოგადა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ქვეყანაში და ზოგადად ბიზნესში არსებობს სერიოზული პრობლემები.

"პირველ რიგში, ეს ჩანაწერები საჭიროებს ექსპერტიზას, მათი ავთენტურობის დადგენას. ყოველ დღე, როცა ახალ ჩანაწერს ვისმენთ ძალიან შემაშფოთებლად გამოიყურება სიტუაცია, რადგან ვხედავთ ელიტური კორუფციის ნიშნებს ბიზნეს სექტორში. ის, რასაც ვუყურებ მე ვფიქრობ, საგანგაშოა. ამიტომ ალბათ, პასუხები უნდა მოვისმინოთ პროკურატურისგან თუ რა ეტაპზეა გამოძიება, არის თუ რაიმე პროგრესი. რასაც ვუყურებთ ეხება არა მარტო ერთ ტელეკომპანიას, არამედ მიანიშნებს, რომ ზოგადად ბიზნესში არსებობს სერიოზული პრობლემები კორუფციის თვალსაზრისით. ამიტომ ამას პასუხების გაცემა სჭირდება", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×