რეზონანსი
18.09.2018

 "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, ნატო ჩხეიძის გადაწყვეტილებას, ფრაქციიდან წასვლის თაობაზე,  არ ელოდა: "არავითარი დაპირისპირება ამ ორი წლის მანძილზე ჩვენს შორის არ ყოფილა. თუ ქალბატონი ნატო ჩხეიძე დატოვებს ჩვენს ფრაქციას, ცხადია, დაიშლება, მაგრამ ჩვენ გვაქვს გეგმა და ვიმოქმედებთ ამ გეგმის თანახმად", - აცხადებს ინაშვილი.

გუშინ ღამით ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია "იბერიას" დამფუძნებელი, ნატო ჩხეიძე ფრაქცია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" ტოვებს. ამის შესახებ განცხადება მან პირდაპირ ეთერში გააკეთა.

"დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტში აუცილებლად მოინახება ერთი დეპუტატი მაინც, რომ ფრაქცია არ დაიშალოს და გააგრძელონ ჩვეული მოღვაწეობა, თუ მუშაობა საქართველოს პარლამენტში. მე, ალბათ, დავრჩები დამოუკიდებელი დეპუტატი“, - განაცხადა ჩხეიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×