რეზონანსი
18.09.2018

 ასიათა საიდოვა სახლიდან ოთხი დღის წინ გავიდა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ქალს მეუღლესთან და მის ოჯახთან კონფლიქტი ჰქონდა და ამის მიზეზით მან თვითმკვლელობაც სცადა.

"ოჯახური კონფლიქტი ჰქონდა, მოვიდოდა ჩვენტან და უკან ვუშებდი. არ მინდა, ეს ხალხი ყელში ამოვიდაო, ეს ხალხი მაწვალებენო" - აცხადებს საიდოვას დედა.

"ხშირი კონფლიქტი ჰქონდათ, გოგონამ თავის მოკვლაც სცადა. რომ გამოვედი, გოგონა ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა, ვკითხე, დეიდა სად მიდიხარ-თქო და მაცადე ეხლა მეჩქარებაო, რომ დავბრუნდები მერე გეტყვიო და გაიქაცა", - ჰყვება ოჯახის მეზობელი.

სამძებრო ოპერაციაში სამართალდამცავები არიან ჩართული. შსს-ს ინფორმაციით, საიდოვას საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×