რეზონანსი
18.09.2018

 მექსიკის ქალაქ ტლახომუნკოს მცხოვრებლებმა აღმოაჩინეს სატვირთო მანქანა, რომელშიც 157 ადამიანის ცხედარი იყო. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, სატვირთო მანქანა მექსიკის ხალისკოს შტატის ქალაქ ტლახომულკოსთან, მინდორში დატოვეს ადგილობრივი მორგის გადატვირთულობის გამო.

სატვირთო მანქანამ ადგილობრივი მოსახლეობის ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც ისინი უსიამოვნო სუნმა შეაწუხა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილები კრიმინალური დაჯგუფებების მსხვერპლნი არიან, რომელთა ვინაობა იდენტიფიცირებული არ არის. მექსიკაში გასულ წელს 300 000 ადამიანი მოკლეს, რაც 1997 წლიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×