რეზონანსი
18.09.2018

 დღეიდან ზუგდიდის საჯარო სკოლების, საბიუჯეტო ქსელის სახელოვნებო სკოლების, სახელმწიფო ბაღების თანამშრომლები, აკრედიტირებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ.

აღნიშნული პროექტი მერიის საპილოტე პროექტია, რომლისთვისაც ამ ეტაპზე 20 000 ლარია გამოყოფილი. პედაგოგებისთვის და სტუდენტებისთვის სპეციალური ბარათები შესაბამისი დაწესებულებების მიერ მოწოდებული სიების მიხედვით დამზადდა.

სპეციალური ბარათები მძღოლებს პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად უნდა წარედგინოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×