რეზონანსი
18.09.2018

 პროფესორი ლადო პაპავა ექსპორტზე გასატანად მარიხუანას კულტივაციის საკითხს ეხება და ამბობს, რომ არ უნდა ისეთი ეკონომიკა, თუნდაც კანაფი იყოს რაღაც დიდი ბუმის მომტანი. ქვეყანას სჭირდება ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა.

„გველის შხამიც კარგია და სამკურნალოდ გამოიყენება, მოდით, გველები მოვაშენოთ და გავიტანოთ ექსპორტზე. ამან უნდა განავითაროს ეკონომიკა? ჩვენ დღეს ამაზე კი არ უნდა ვსაუბრობდეთ, უნდა ვლაპარაკობდეთ იმაზე, რომ მთავრობამ წარმოადგინა ხედვა ცოდნის გაღრმავებას, განათლებას, მეცნიერების რეფორმას როგორ შეუწყოს ხელი. ამის ნაცვლად დროს ვკარგავთ კანაფზე. ეს არასწორი მიდგომაა. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მწვავედ ნარკომანიის პრობლემა. როცა ჩვენ დავიწყებთ ამ ნედლეულის მასობრივ წარმოებას, აქ დარღვევების შესაძლებლობა ხომ ასევე გაიზრდება?! მე არ მინდა, თუნდაც კანაფი იყოს რაღაც დიდი ბუმის მომტანი, ასეთი ეკონომიკა. ჩვენ გვინდა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა“, - განუცხადა "აიპიენს" პაპავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×