რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას "ფიესბუქის" გვერდზე წერს საფრანგეთში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე, სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი.
„ზოგიერთ ჩემს მეგობარს სურს გაიგოს ჩემი აზრი რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ;
მართალი გითხრათ მათი კითხვები მაკვირებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ მეგობრებს ბოლო 50 წლის განმავლობაში ჩემი პოზიციების შესახებ არც არაფერი წაუკითხავს და არც არაფერი სმენიათ.
რუსეთი მუდმივ ომს აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ: იქნება ეს "რბილი ძალის" გამოყენება, როცა ის პოლიტიკურ გავლენას იყენებს, თუ როდესაც ის სამხედრო ძალას იყენებს, და შეიჭრება საქართველოში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზებს აშენებს.
დიახ! რუსეთმა დაიწყო 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი.
დიახ, სწორედ რუსეთია ინიციატორი შიდა ქართლში ქართულ სოფლებზე შეიარაღებული თავდასხმების .
დიახ! რუსეთი საქართველოს მტერია. დიპლომატია, ნამდვილი ფაქტების დამახინჯებას არ ნიშნავს. თუკი ნამდვილ ფაქტებზე თვალებს დავხუჭავთ, ამით რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება“, - წერს ოთარ ზურაბიშვილი.