რეზონანსი
17.09.2018

 შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან ტრაილერების მძღოლების აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ, სანამ ფინანსთა მინისტრი მიღებულ გადაწყვეტილებას არ შეცვლის და კანონს ხორბლის გადატანასთან დაკავშირებით არ გააუქმებს. აქციის მონაწილეებმა, რომლებსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ გზის საავტომობილო მონაკვეთი, სავალი ნაწილი დატოვეს და ეკონომიკურ ზონასთან გადაინაცვლეს, რომელიც ამ დრომდე პარალიზებულია.

მათი განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილებით სერიოზული პრობლემა ექმნება მათ ოჯახებს, ვინაიდან უმეტესობას ფინანსური ვალდებულებები აქვს აღებული სხვადასხვა ბანკში და ყოველგვარი შემოსავლების გარეშე რჩებიან. 

ადგილზე განსაკუთრებული მობილიზებაა სამართალდამცველების, მათ შორის, სპეციალური ეკიპირების მქონე სამართალდამცველებისაც, რომლებიც მიკროავტობუსებში არიან განთავსებულნი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×