რეზონანსი
17.09.2018

2018 წლის 14 სექტემბერს, მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა 1955 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს, რომელიც პატრულის თანამშრომლებს ქრთამს აძლევდა. ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურატურის წარმომადგენელმა დაუდასტურა. 

,,საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისა და მისი არსის განმარტების მიცემამდე მოქალაქემ პატრულის თანამშრომლებს – კუპრაშვილს და ხაბალაშვილს ქრთამის სახით 10 ლარი მისცა”, – აღნიშნულია პროკურატურის ბრალდებაში.

პროკურატურამ სომხეთის მოქალაქესთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. შეთანხმების მიხედვით, მძღოლს ჯარიმის სახით 3 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო ნივთმტკიცებად ამოღებული 10 ლარის კონფისკაცია მოახდინეს. ბრალდებული გაათავისუფლეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×