რეზონანსი
17.09.2018

 "დემოკრატიული მოძრობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს გუშნდელი ქადაგების შეფასებაზე ისაუბრა, რომელიც შსს-ს ახალ კანონპროექტს ეხებოდა.

"ამ ინიციატივის უკან დგას პირადად ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს ხელისუფლების სურვილი, რომ სამუდამოდ გაიხანგრძლივონ ხელისუფლება. ვინაიდან ესმით, რომ ეს, ამ ვითარებაში შეუძლებელია და დღეს თუ ხვალ მოქალაქეების პროტესტი აუცილებლად ხმამაღალი გახდება. მათი ამოცანაა "დაბოლილი" და გაბრუებული ნახონ ნახევარი საქართველო და ადვილად მართონ. 

ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ გაოგნებული დავრჩი მისი უწმიდესობის კომენტარითაც. ვფიქრობ, რომ ეკლესიამ ნამდვილად უნდა აღიმაღლოს იმის მიმართ ხმა, რაც ახლა ხდება. 

არ მჯერა თქვენო უწმიდესობავ იმისა, რომ ჩვენი შვილები და მომავალი თაობები უყვარს იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში კანაფის მოყვანას მასობრივად გეგმავს" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×