"ქართული ოცნების" ისნის მაჟორიტარმა, ბექა ნაცვლიშვილმა მარიხუანის ექსპორტის შესახებ "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა:
“ჩვენ ქვეყანას აქვს უდიდესი ტრადიცია, მეცნიერების ტრადიცია, ჩვენ გვაქვს უამრავი უნივერსიტეტი, რომლის საფუძველზეც შეგვიძლია სხვა ეკონომიკების დარგები განვავითაროთ. ჩვენ გვაქვს ავიამრეწველობის განვითარების პერსპქტივა და ა.შ. მაგალითად, გვაქვს 31-ე ქარხანა, რომელიც აწარმოებს თვითმფრინავებს. ამ დროს თვითმფრინავებს აწარმოებს სულ 34 ქვეყანა მსოფლიოში.
როდესაც ესეთი დარგები განუვითარებელი გვაქვს და ჩვენ ყურადღებას ვუთმობთ მრიხუანას წარმოებას, ეს დამაბნეველია. ჩვენ თუ მხოლოდ ასეთ დარგებს განვავითარებთ, გვექნება მხოლოდ და მხოლოდ კაზინოები, მხოლოდ მარიხუანის წარმოება, იქნება ჩვენი ეკონომიკა მხოლოდ და მხოლოდ დაფუძნებული ტურიზმზე. მოდი დავხუროთ ეს უნივერსიტეტები, არ გვჭირდება, რად გვინდა, რომ უფასოა ამდენი მიმართულება უნივერსიტეტებში", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.