რეზონანსი
17.09.2018

 (რეზონანსი) მე მაინტერესებს, ასეთი რა დასავლური, ევროპული და ამერიკული ქვეყანა გავხდით, რომ მათ გავასწარით დემოკრატიაში. აშშ თავისი კანონმდებლობით პირდაპირ მიუთითებს, რომ კანადის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჩართულნი არიან მარიხუანას ბიზნესში ან დებენ ინვესტიციებს, სამუდამოდ ეკრძალებად აშშ-ში შესვლა. მე მესმის, რომ ივანიშვილს ეს არ აწუხებს, რადგან თვითონ საქართველოდან ვერსად გავა, მაგრამ ყველაფერში ვბაძავთ ამერიკას და ამაში რატომ არ ვბაძავთ?!" - ასე აფასებს „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მარიხუანის კულტივაციის და ექსპორტის საკითხს.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ამ ინიციატივის უკან დგას ორი რამ: უპირველესად, ბიძინა ივანიშვილის და ამ ხელისუფლების სურვილი, სამუდამოდ გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნა, ვინაიდან ესმით, რომ ამ ვითარებაში ეს შეუძლებელია და დღეს თუ არა ხვალ მოქალაქეების პროტესტი ხმამაღალი გახდება. ივანიშვილის ამოცანაა, რომ ნახევარი საქართველო „დაბოლილი" და გაბრუებული ამყოფოს.

"მეორე, ეს არის ფინანსური ინტერესი. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ნებისმიერი ნარკოტიკის, მათ შორის კანაფის, მარიხუანის უკან დგას დიდი ფული. ეს არის მცდელობა საქართველო გადააქციონ ავღანეთის და კოლუმბიის პრობლემების მატარებელ ქვეყანად. აქამდე თავი იმით მოგვქონდა, რომ ღვინის ქვეყანა ვართ, ახლა კი შეგვიძლია თავი მოვიწონოთ, რომ მარიხუანის და კანაფის ქვეყანა ვართ", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×