რეზონანსი
17.09.2018

 თბილისის მერია "აკადემ ქალაქის" ტერიტორიის შემდგომი განვითარებისთვის ჩარჩო გეგმის შემუშავებას აპირებს, სამუშაოს შემსრულებლის გამოსავლენად ტენდერი უკვე გამოცხადდა. ჩარჩო გეგმის საშუალებით მუნიციპალიტეტი გეგმავს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე, ჯანსაღი ურბანული გარემო შექმნას, რაც ჭარბი სიმჭიდროვის რეგულირებით შეიძლება მოხერხდეს. "აკადემ ქალაქის" ტერიტორიაზე მოსახლეობის სიმჭიდროვე ქალაქის საშუალო მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. 

"აკადემქალაქის დიდ ნაწილს ისევ იკავებს ავარიული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები და ბარაკები. შესაბამისად ტერიტორიის მიმართ დეველოპერების ინტერესი კვლავაც დიდია. არსებული ავარიული ფონდის გათვალისწინებით, სიმჭიდროვის შემდგომი ზრდა კვლავაც დგას დღის წესრიგში", - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში. 

მერიაში იმასაც აღიარებენ, რომ ამ ტერიტორიაზე, ქაოსური და ფრაგმენტული განაშენიანების გამო პრაქტიკულად აღარაა სარეკრეაციო და საჯარო სივრცეები, ასევე სოციალური ინფრასტრუქტურა, რაც მძიმედ აისახება მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე და ურბანულ გარემოზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×