რეზონანსი
17.09.2018

 (რეზონანსი) თბილისი პროკურატურაში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის გამოკითხვა დასრულდა. საგამოძიებო ორგანო ლევან ყიფიანმა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. როგორც მან განაცხადა, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლების ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

რაც შეეხება გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს, ყიფიანი ამბობს, რომ მის ავთენტიკურობას გამოძიება და ექსპრტიზა დაადგენს. ყიფიანს არ დაუკონკრეტებია არის თუ არა მისი ხმა სატელეფონო ჩანაწერებში.

"დაწყებულია გამოძიება, ყველანაირად ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, ყველაფერს დაადგენს გამოძიება. ის რაც ხდება აბსოლუტური პოლიტიკური ბოდვაა. ვიღაცის პოლიტიკური, ფინანსური ინტერესებია, რაშიც მე მონაწილეობას ვერ მივიღებ და არ ვიღებ, ამიტომ კატეგორიულად თხოვნა მაქვს ყველას მიმართ, განსაკუთრებით იმ ტელევიზიისადმი, რომელთა ირგვლივაც არის ატეხილი ეს აჟიოტაჟი - მსგავსი არაფერი არ ყოფილა, ყველაფერი არის გამოგონილი ტყუილი", - განაცხადა ლევან ყიფიანმა.

ტელეკომპანია "იბერიას" საქმეზე ფარული ჩანაწერი გააავრცელა. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის" მფლობელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ. აუდიოჩანაწერში საუბარია სამ მილიონზე, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შეიტანონ, ნაწილი კი კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს „ომეგა ჯგუფმა".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×