რეზონანსი
17.09.2018

 (რეზონანსი) რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ ქუჩაზე ბიზნესმენი ბადრი შენგელია მკვდარი იპოვეს.

53 წლის შენგელიას ცხედარი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აქვს, Mercedes-ის ბრენდის ავტომობილში იპოვეს.

ტელეარხ НТВ-ს ინფორმაციით, ბიზნესმენის ავტომობილს სულ მცირე ექვსჯერ ესროლეს. შედეგად ავტომობილი თხრილში გადავარდა.

გავრცელებული ცნობით, ბიზნესმენის მკვლელობა შესაძლოა, დაკავშირებული იყოს საგამოძიებო კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელის მიხაილ მაქსიმენკოს სისხლის სამართლის საქმესთან, სადაც ბარდი შენგელაია ბრალდების მოწმე იყო.

წელს, აპრილის თვეში მიხეილ მაქიმენკოს 550 ათასი დოლარის ოდენობის ქრთამის აღებისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ეს ფული მან კრიმინალური ავტორიტეტის შაქრო მალადოის (ზაქარია კალაშოვი) ბრალის შესუსტებისთვის აიღო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×