რეზონანსი
17.09.2018

 ლილოში, გაფორმების ეკონომიკური ზონის ბლოკირების შემდეგ, მძღოლებმა საავტომობილო გზა  გადაკეტეს. აქციის მონაწილეები ფინანსთა მინისტრის იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც ავტოტრანსპორტით ხორბლის შემოტანა იკრძალება.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ და აქციები უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. საპატრულო პოლიცია მძღოლებს გზის სავალი ნაწილიდან გასვლისკენ მოუწოდებს.

რეგულაციის ამოქმედება 15 სექტემბრიდან იგეგმებოდა, თუმცა პირველი ოქტომბრისთვის გადაიდო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×