რეზონანსი
17.09.2018

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა. შეხვედრა კანაფის კულტივაციის საკითხზე შედგა.

„მისმა უწმინდესობამ და დამსწრე სასულიერო პირებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ეკლესიის მკვეთრად უარყოფითი პოზიცია მარიხუანას კულტივაციასთან (მოყვანასთან) დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ქვეყანა იმ რისკებს ვერ გაუძლებს, რასაც ეს პროცესი გამოიწვევს“, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ილია მეორემ გუშინ, სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა,ნარკომანიასთან დაკავშირებული საკითხები კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს და მასზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს. პატრიარქის თქმით, მარიხუანასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში უნდა იყოს ნათქვამი, რომ მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცესზე.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მარიხუანასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ორ ნაწილად გაიყოფა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×