რეზონანსი
17.09.2018

 (რეზონანსი) თბილისის პროკურატურაში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი მივიდა. ყიფიანი საგამოძიებო ორგანოში ტელეკომპანია „იბერიას" და „ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზეა დაბარებული.

პროკურატურაში შესვლამდე ლევან ყიფიანმა კომენტარი არ გააკეთა. საგამოძიებო ორგანოში მასთან ერთად ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძეც შევიდა, რომელმაც კომენტარი არ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ „კურიერმა" 14 სექტემბერს „იბერიას" საქმეზე მორიგი ფარული ჩანაწერი გააავრცელა. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის" მფლობელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ. აუდიოჩანაწერში საუბარია სამ მილიონზე, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შეიტანონ, ნაწილი კი კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს „ომეგა ჯგუფმა".

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×