რეზონანსი
17.09.2018

 საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ კანაფის წარმოება-კულტივაციასთანდაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის გაწვევა მოხდეს. დეპუტატმა აღნიშნა, რომ კანაფის წარმოება-კულტივაციის თემა სიღრმისეულად უნდა განიხილონ და საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ.

„ჩვენს პოზიციას კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ. საზოგადოებას რაც არ უნდა, ის არ უნდა გაკეთდეს არც კანონით და არც რაიმე სხვა ძალისხმევით. შეიძლება ველოდოთ, რომ გაწვევა მოხდეს. საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია არ აქვს, რა ცვლილებებზეა საუბარი. ნარკოტიკულ საშუალებებზე საუბრობენ მაშინ, როცა საუბარი სხვა პროდუქციაზეა. როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი ხარვეზია კომუნიკაციაშიც“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×