რეზონანსი
17.09.2018

 (რეზონანსი) "დარწმუნებული ვარ ღმერთი არ დაუშვებს ღმერთი გაუწყრეს ქართველ მოსახლეობას, ქართველ ამომრჩეველს და ქართველ ერს, რომ გააკეთოს არასწორი არჩევანი" - ეს განცხადება ჭყონდიდელმა პიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ ქადაგებისას გააკეთა.

მეუფე "ქართული ოცნების" მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს აკრიტიკებს. მეუფე პეტრემ სალომე ზურაბიშვილის "დაფრანგული ქალბატონი" უწოდა.

"ჩვენი დაფრანგული ქალბატონი თავის დაფრანგული აზროვნებით ვერ მოგვიტანს კეთილდღეობას. დარწმუნებული ვარ ღმერთი არ დაუშვებს ღმერთი გაუწყრეს ქართველ მოსახლეობას, ქართველ ამომრჩეველს და ქართველ ერს, რომ გააკეთოს არასწორი არჩევანი. გვესმის შეფასება, რომ განგრენა ყოფილა თურმე აფხაზეთი და ცხინვალში არსებული პრობლემა. განგრენა საქართველოსთვის არის ე.წ. მე-5 კოლონის არსებობა საქართველოში. განგრენა არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული შეგნება და აზროვნება საქართველოში, განგრენა არის მტრობა, კერპთაყვანისმცემლობა, ფულის გაკერპება თანამდებობისა და პატივის გაკერპება რომლისგანაც რა თქმა უნდა უნდა განთავისუფლდეს ქართველი ერი"- ამბობს მეუფე პეტრე.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×