რეზონანსი
17.09.2018

 ორთაჭალაში “თიბისი ბანკში" მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ბანკში მყოფი თვითმხილველი ახალ დეტალებზე საუბრობს.

“ერთი პირი იყო და იმან შემოაგდო ასაფეთქებელი. პოლიციელები ამბობენ, რომ ეს “მოლოტოვის კოქტეილი” იყო. მე იქიდან გამომათრიეს. ჩემი დაქალის დაქალს აქვს ფეხები დაზიანებული მაგის გვერდით აფეთქდა”, – განაცხადა მან.

ბანკში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. ამის შესახებ “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აღნიშნულ დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს ხულიგნობა და ნივთის დაზიანება ან განადგურება (სსკ-ს 239-ე და 187-ე)”, – განაცხადეს შსს-ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×