რეზონანსი
17.09.2018

 თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქზე პოსტს შემდეგი სახის ინფორმაცია აქვეყნებს:

"დაახლოებით 9 თვის წინ ბათუმის საავადმყოფოდან 6 000 (ექვსი ათასი) ამპულა მორფი დაიკარგა, ანუ მოიპარეს. მასთან ერთად გაუჩინარდა ექთანიც. 9 თვე გავიდა და დღემდე არც მორფი უპოვიათ და არც ვინმე დაუკავებიათ. 6 000 ამპულა მორფი 200 კაცის ერთი თვის დოზაა დაახლოებით. ამის შემდეგ როგორ უნდა ენდო ქოცდეპუტატების მტკიცებას, რომ კულტივირებული კანაფის ქვეყნის შიგნით არმოხვედრას გააკონტროლებენ. 

მარტო გორის სოფლები რომ დაიაროთ და წელს დათესილი პლანი თივის სახით აიღოთ, 20 000 პრესი მაინც გამოვა. დიდიან პატარიანად ყველას პლანი უთესია და ეწევა. ერი ჩლუნგდება და ესაა ივანიშვილებისა და "ქართული ოცნების" ნარკოპოლიტიკის შედეგი. არადა კანაფის დათესვა/მოყვანა დღემდე დასჯადია კანონით, მაგრამ ვინაა პატრონი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×