რეზონანსი
17.09.2018

 (რეზონანსი) ერთი მუხლი დაამატონ - გინდათ, თუ არა მარიხუანას ლეგალიზება? ჰკითხონ ადამიანებს. როგორც ვიცი, 75 % ამბობს, არ გვინდაო, - ამის შესახებ მამა დავით ნოზაძემ განაცხადა.

კითხვაზე, როგორ იმოქმედებს ეკლესია, თუ კანონპროექტი პარლამენტში დასამტკიცებლად გავა, სასულიერო პირი აცხადებს, რომ „ხვალინდელი დღე იზრუნებს თავის თავზე, სახარებაში ასე წერია".

„ჩვენ ვეუბნებით ხელისუფლებას, რომ ეს არ გააკეთო. მგონი არ გააკეთებენ, გულწრფელად მჯერა, რომ მიხვდებიან და უკან დაიხევენ. თუ არ დაიხევენ, ეკლესია მოიფიქრებს, მე მაგას როგორ გეტყვით. მე ერთერთი მღვდელი ვარ, ეკლესია ქრისტეს სხეულია. ქრისტე რასაც უკარნახებს თავის სხეულს, იმას ყველა ერთად გაიგებთ.

"რომ ამბობენ, გავაკონტროლებთ ამასო, ფონიჭალა ხომ გაგიგიათ? აკონტროლებენ? ფონიჭალას რომ ვერ გააკონტროლებ, საქართველოს გააკონტროლებ? დაფიქრდით, ნახევარ მილიონ ადამიანს, რომ ექნება საშუალება, მოწიოს. ნახევარი მილიონი პოლიციელი გვყავს? ეს პოლიციელები, რომ დაუდგნენ ამ ადამიანებს, თითო-თითოს, ვინ დაუწყებს ძებნას ქურდებს და ა.შ? გვატყუებენ, საოცარი ამბავია", - განაცხადა მამა დავით ნოზაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×