პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ამბობ, რომ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ აგორებული კამპანია არის პოლიტიკა. გასაგებია, რომ ზურაბიშვილი ბევრ შეცდომას უშვებს და უკვე სახელმწიფოებრივი ზიანის მიყენების შესახებ ისმის კითხვები, თუმცა ბევრი რამის ზედმეტად დრამატიზირებაც პოლიტიკის ნაწილია.
"ფაქტობრივად, ეს არჩევნები რესურსების ბრძოლად იქცა. არც ერთი კანდიდატი არ არის ავტორიტეტული. ვისაც მეტი რესურსი აქვს ის მოიგებს – ცხვრებივით შეყაროს ამომრჩეველი უბნებზე. ასეთი არის “ქართული ოცნება”.
თუმცა, სალომე ზურაბიშვილის პრობლემა არის თავად სალომე ზურაბიშვილი. ისევე როგორც “ქართული ოცნების” პრობლემა “ქართული ოცნებაა”. ურჩხული შიგნით ყავთ და იმას ვერ ამარცხებენ.
ადრე მითქვამს თქვენთვის, რომ საქართველოს უახლესი ისტორია შეგიძლია, ერთი წინადადებით აღწერო. ეს არის ისტორია თუ როგორ მივდიოდით სადიზმიდან მაზოხიზმამდე. თუ სააკაშვილზე შეიძლება თქმულიყო, რომ ის ადამიანის მიმართ იყო სადისტი, დღევანდელი ხელისუფლება და მათ შორის ზურაბიშვილიც, პოლიტიკური მაზოხისტები არიან. მუდმივად თვითდაზიანებას იყენებენ. ატრიალებენ იარაღს და ხან სად გაირტყამენ და ხან სად”, – განუცხადა "მეტრონომს" ხუხაშვილმა.