რეზონანსი
17.09.2018

 (რეზონანსი) ჩვენ არც ნარკოტიკების წარმოებას და არც გაყიდვას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა.

როგორც ზოიძემ აღნიშნა, ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მარიხუანას კულტივაცია ექსპორტის მიზნით „დიდ სარგებელს მოუტანს როგორც ინდივიდუალურ ადამიანებს, ისე მთლიანად ქვეყანას".

„პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რაზე იყო საუბარი. სამწუხაროდ, შეიქმნა საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა. ეკლესიის განწყობებიც ასევე გამოხატავს უმეტეს შემთხვევაში საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობებს. შესაბამისად, აუცილებელია ჩვენ დრო დავხარჯოთ იმისათვის, რომ საზოგადოებას ავუხსნათ თუ რამე კითხვებია ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ამ კითხვებზე გაეცეს დამაკმაყოფილებელი, ამომწურავი პასუხი. მთავარი გზავნილი უნდა იყოს, რომ ჩვენ არც ნარკოტიკების წარმოებას და არც გაყიდვას ვაპირებთ", - განაცხადა ზოიძემ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×