რეზონანსი
17.09.2018

 (რეზონანსი) "თიბისი ბანკის" გორგასლის ფილიალში უცნობმა პირმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდო და ხანძარი გააჩინა. ინფორმაციას "on.ge" ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა.

"შემოვიდა და დაიყვირა, "ვინც გაასწრებთ, გაიქეცითო", დააგდო მოლოტოვის კოქტეილი და ცეცხლი გააჩინა. კლიენტებიც და ოპერატორებიც გარეთ გამოვცვივდით", - ჰყვება თვითმხილველი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×