რეზონანსი
17.09.2018

 (რეზონანსი) კეთილი ინებონ და გამოფხიზლდნენ, - ეს განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგების დროს, კანაფის წარმოება-ექსპორტის საკითხზე საუბრისას, ამბიონიდან გააკეთა.

მეუფე, მრევლს ბოდბის მონასტრიდან მიმართა და მთავრობის წარმომადგენლებს გონიერებისკენ მოუწოდა.

"თუ მაინც თავისი არ დაიშალეს და გაიტანეს, ჩვენ გვრჩება პარლამენტი. პარლამენტში 150 კაცი ავირჩიეთ, დღეს არ ვიცი, რამდენი არის დარჩენილი, მაგრამ მე მჯერა, რომ მათში საქართველოს მოწინააღმდეგეს იმდენს ვერ იპოვიან, რომ ქართველი ერის წინააღმდეგ მიიღონ რაღაც გადაწყვეტილება, ნუ დაუპირისპირდებით ერს. ერთი რამ იცოდეთ, ჩვენ ეკლესიას გადაწყვეტილი გვაქვს, სადაც დავჭირდებით ერს, ვიქნებით იქ.

"ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები, ჭკვიანი ხალხი ვართ და შეგვიძლია ისე წყნარად გავაკეთოთ ყველაფერი, რომ არც იცოდნენ, რას ვაკეთებთ. არაფერზე, არც ერთი ძალის წინაშე არ დავიხევთ უკან. ჩვენ დავდგებით იქ, სადაც გვთხოვს ჩვენი ერი, ბევრი მოდის და ბევრი გვეუბნება, ოჯახიდან ბევრი გამოვალთო, ბავშვებთან ერთად გამოვალთო და ალბათ, თუ უგუნურება გაგრძელდება, ასი ათასობით კაციც გამოვალთ და მერე უკვე ძალის წინააღმდეგ, უნდათ - არ უნდათ, დაიხევენ უკან," - განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×