რეზონანსი
17.09.2018

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთ-საქართველოს ომზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს.

სალომე ზურაბიშვილი ოპონენტებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მისი განცხადებების არასწორი ინტერპრეტაცია სწორედ მათ ინტერესში შედის.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთი აგრესორია და ის შემოიჭრა 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე.

„საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყოო, ცხადია, რუსეთმა და რატომო? რუსეთი შემოიჭრა მის მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე ტანკებით და სამხედრო თვითმფრინავებით და არა პირიქით, საქართველო რუსეთის ტერიტორიაზე არ შეჭრილა, არასდროს არ მოუხდენია აგრესია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×