რეზონანსი
17.09.2018

 (რეზონანსი) ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი პრეზიდენტობის დამოუკიდბეელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს კანაფთან დაკავშრებული განცხადების გამო აკრიტიკებს.

მეუფე იაკობი ზურაბიშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიას ის გაუძღვება.

„შეიძლება, თუ ვერ გაიმარჯვა, იმას ფიქრობს, რომ მერე ერთ ლიცენზიას მაგის აიღებს. სად აქვს იმდენი ავტორიტეტი, რომ მაგის სიტყვას უსმინონ. შეხვედრებზე ნახეთ, სადაც დადის, მასწავლებლები ჰყავთ. თუ იმას ამბობს, რომ კანაფს ჩაუდგება, "კანაფის დედოფალი" შეიძლება გახდეს. ის არ ვიცი ახლა, პრეზიდენტი გახდება თუ არა, მაგრამ "კანაფის დედოფალი" ნამდვილად გახდება," - განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×