რეზონანსი
17.09.2018

 საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილის საგარეო მინისტრობის პერიოდიდან ერთი შემთხვევა გაიხსენა. ზურაბიშვილი კონსტანტინე კემულარიას ელჩობიდან მოხსნას ითხოვდა:

„ოფიციალური ვიზიტით წავიდა მოსკოვში და მერე მოვიდა. კრწანისში ვიყავი, მახსოვს კარგად, ბერიას ყოფილ რეზიდენციაში და მეუბნება, რომ კოტე კემულარია უნდა მოვხსნათ ელჩობიდან დაუყოვნებლივო. ამ დროს კოტე არის ორი თვის დანიშნული. მე ვუთხარი რატომ უნდა მოვხსნათ-თქო, იმიტომ, რომ მოსკოვში რომ ვიყავიო, ყავაში ჩამიყარა საწამლავიო და ცდილობდა ჩემს მოკვლასო, ცდილობდა ჩემს მოწამვლასო, თან გიჟური გამომეტყველება ჰქონდა. რომ მოდიოდა ოპოზიცია შეხვედრებზე, რამდენიმეჯერ გააფრთხილა ხალხი, წყალი არ დალიოთო, წყალი შეიძლება იყოს მოწამლულიო. მახსოვს, დემონსტრაციულად არ სვამდა წყალს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×