რეზონანსი
17.09.2018

 მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტს "ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდმარე ნიკა მელია ეხმიანება და პერსპექტივას თავისებურად წარმოადგენს:

"ივანიშვილმა თუ საქართველო მარიხუანას მწარმოებელ ქვეყნად აქცია, ის უბრალოდ კი არ გამდიდრდება და მეტი მილიარდის მფლობელი კი არ გახდება, როგორც ბევრს ჰგონია, არამედ საბოლოდ მოგვიწევს გამოვემვიდობოთ მის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას არჩევნების გზით.

თავად განსაჯეთ, მარიახუანას პლანტაციებში, წარმოებაში დასაქმებულ მოქალაქეებს ის მაფიოზური მეთოდებით გააკონტროლებს - ისინი ვალდებული იქნებიან ხმა მისცენ და ყველა დაუშვებელი მეთოდებით იმუშაონ პლანტატორზე არჩევნებში. რეალურად, ადმინისტრაციულ რესურსს დაემატება ეს რესურსი.

ეს გასამხედროებული სამსახური მოგვევლინება პოლიტიკურ პოლიციად და ვინც კი ამ სისტემას წინ აღუდგება ან ბარონ ივანიშვილს შეუქმნის დისკომფორტს, ან ნარკოტრეფიკს რაიმე საფრთხეს, მიიღებს შუბლში ტყვიას. ასე იყო ალბანეთში, კოლუმბიაში, ასეა ჰონდურასში, მექსიკაში... საბოლოოდ გამოვემშვიდობებით სახელმწიფოს და ვიქცევით პლანტატორ ივანიშვილის ერთ დიდ პლანტაციად!" - წერს მელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×