მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი “კანაფის კონტროლის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას აქვეყნებს:
“ბევრი ვიფიქრე… გარკვეული ჯგუფები, სულ ცდილობენ, დაგვაპანიკონ და შიშში გვამყოფონ! მთავარია, იზღუდებოდეს მარიხუანას მოხმარება და ისჯებოდეს გასაღება! აგრეთვე ნებისმიერი ნარკოტიკის! (ამ აზრზე, ისედაც, ყოველთვის ვიყავი), მაგრამ აქედანაც შევხედე და იქიდანაც და მივხვდი: არაფერი არ არის საშიში იმაში, რომ სამედიცინო დანიშნულებით მოხდეს კანაფის ექსპორტი... ქვეყანამ მიიღოს მრავალი მილიარდი.
ეს თუ იქნება სახელმწიფოს ეკონომიკური პროექტი და პოლიტიკა, კულტივაციაც არ წარმოადგენს ტრაგედიას… პირიქით!
რა თქმა უნდა, ამ ბაზარზე თავის დამკვიდრებას წლები დასჭირდება, მაგრამ დიდად შემოსავლიანი პროექტია! ოღონდ ყველაფერი წესების დაცვით უნდა მოხდეს!
პანიკის ატეხვა მარტივია: ოპოზიცია + ეკლესიის “გადამრჩენელთა” ფლანგი… ხალხის გაგიჟებაც მარტივია! არადა სწორად თუ შევხედავთ, ცუდი იდეა არ არის. კანაფი ამ შემთხვევაში არ იქნება ნარკოტიკი, არამედ სამედიცინო მცენარე“, – წერს გასვიანი.