რეზონანსი
17.09.2018

 პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ „კანაფის კონტროლის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და დედა ეკლესიის აზრი,.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების აზრი და აქედან გამომდინარე, გაიმართება კონსულტაციები საპატრიარქოსთან, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ერის ინტერესში არის. ყველა იმ ნაბიჯს გადავდგამთ, რომელიც ამ პროცესს წაადგება. არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც მოსახლეობასთან არ იქნება შეთანხმებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დედა ეკლესიის აზრი. აქედან გამომდინარე, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება მისაღები", - განაცხადა კილაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×