რეზონანსი
17.09.2018

 საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "კვირის აქცენტებში" განაცხადა ნარკოპოლიტიკაზე და ლიბერალურ დამოკიდებულებაზე ისაუბრა:

"ყველაზე სწრაფი გზა თავისუფლების დასრულებისთვის ქართულ საზოგადოებაში, არის მარიხუანა, როგორც კი ივანიშვილი გაინაღდებს ნარკო კარტელს მერე იქ თავისუფლება დავივიწყეთ, იქნება მთლიანად მონოპოლიზირებული სტურქტურა, მხოლოდ იქნებიან ის დამნაშავეები, რომლებიც ემსახურებიან ამ კარტელს, საქართველო განადგურდება.

სახვათა შორის, ჩემი მეგობარი ჯონ მაკკეინი მე მიყვებოდა, რომ ჩემი ქალიშვილი უნივერსიტეტში ჩაბარებამდე იყო ულტრალიბერალი და მერე გახდა კონსერვატორიო, რატო იციო? აღმოაჩინა, რომ ყველაზე მოუთმენელი და არატოლერანტული ხალხი მსოფლიოში ლიბერალები არიანო, მეგანზე იყო საუბარი.

ასევეა ზოგიერთი ქართველი ლიბერალი, რომელსაც ივანიშვილი სასარგებლო იდიოტად იყენებს. თავისთავად გასაგები იყო, რომ ე.წ. "გირჩის" წასვლა საკონსტიტუციო სასამართლოში წინასწარ დადგმული სცენარი იყო. სრულიად გასაგები იყო "ბასიანის" ისტორია, დადგმული სცენარი იყო ესეც. ერთი მხრივ ამზადებდა გლეხების გაკოტრებას, მეორე მხრივ ამზადებდა პოლიტიკურ სცენარს თბილისის ცენტრში, იმიტომ რომ "ბასიანის" შემადგენლობაც, ხომ "ქოცები" არიან, ვიცით ხო?!" - განაცხადა სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×