რეზონანსი
17.09.2018

 სპორტის ყოფილი მინისტრი გამოკითხვაზე დაიბარეს. ლევან ყიფიანი თბილისის პროკურატურაში დღეს უნდა მივიდეს. საქმე ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ ატეხილ სკანდალს ეხება.

საუბარია აუდიო ჩანაწერებზე, სადაც არსებული ინფორმაციით, სწორედ ლევან ყიფიანი აწარმოებს მოლაპარაკებებს „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელთან და მას პრობლემების მოსაგვარებლად რამდენიმე მილიონის გადახდას სთავაზობს.

გამოძიება თბილისის პროკურატურამ სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×