რეზონანსი
17.09.2018

 მამა პეტრე კოლხი მთავრობის ინიციატივას ეხმიანებს მარიხუანას წარმოება-კულტივაციის შესახებ:

"უმეტესობა თვლიდა, "ოცნების" ლიდერი თუ სათავეში მოვიდოდა, თავის მილიონებს მოსახლეობას დაურიგებდა... მდიდარი და ხელგაშლილი სად გინახავთ?! ან რატომ უნდა მოეცა საკუთარი შემოსავლები?!

მან ეკლესიის ავტორიტეტი კარგად გამოიყენა, ზოგ იერარქს უფალზე მეტად საკუთარი სახელიც აძახებინა და შედეგად ეს მოცემულობა მივიღეთ... ახლა კი მარიხუანასაც კარგად დათესავს და ბევრიც მოსავლის აღებაშიც დაეხმარება... ის, ვინც სულს გაყიდის, სხვა დანარჩენსაც ადვილად დათმობს...

ჩემო ტკბილო იესო, შენი გაყიდვა დღესაც გრძელდება... ოცდაათი ვერცხლიდან მარიხუანას პლანტაციამდე გზა ეკლებზე უფრო უეკლესია....

მოსავალს გაყიდიან და მერე ეკლესიებს აგიშენებენ, შენი ჯვარცმული სახე რომ აღმართონ... მხურვალედაც ილოცებენ, ნარკობიზნესში წარმატების მოსაპოვებლად!" - წერს მამა პეტრე კვარაცხელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×