რეზონანსი
16.09.2018

 თბილისის მერიის გათვლებით, სატრანსპორტო ნაკადების განტვირთვას ხელს ცენტრალურ და ყველაზე გადატვირთულ ქუჩებზე პარკირების ახალი პოლიტიკის შემოღება შეუწყობს. ეს გულისხმობს ქალაქის ზონებად დაყოფას და დიფერენცირებულ სატარიფო სქემას. მაგალითად, თუ მძღოლი ცენტრალურ უბანში თავისი ავტომობილით მიდის და მანქანის შენობასთან ახლოს გაჩერება სურს, პარკირებაში საათობრივი გადახდა მოუწევს. მძღოლს ექნება სხვა ალტერნატივაც  - შეარჩიოს ადგილი, სადაც პარკირება უფასოა და საბოლოო დანიშნულების ადგილამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მივიდეს.

პარკირების ახალი მოდელი ძალაში სავარაუდოდ 2019 წლის იანვრიდან შევა.

"ზონალურ პარკირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც 2019 წლიდან უნდა შემოვიდეს, მომზადებული გვაქვს და პარლამენტში უახლოეს დღეებში გადაიგზავნება", - განაცხადა კახა კალაძემ.

ქალაქის ზონებად დაყოფა და ახალი სატარიფო სისტემის შემოღება არ ითვალისწინებს პარკირების ყოველწლიური გადასახადის 50 ლარის გაუქმებას. თბილისის მერია უახლოეს კვირებში წარადგენს კონკრეტულ გეგმას თუ როგორი იქნება ქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×