რეზონანსი
16.09.2018

 "დღეს მკითხეს ქართველ მომღერლად ვგრნობდი თავს თუ ბრიტანელად, მე ვუპასუხე, რომ შინაგანი ხმა ქართულია", -  ქეთი მელუას ამ განცხადებას ქართველი მსმენელით აპლოდისმენტებით შეხვდა.

თბილისის მერმა ქეთი მელუას საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭა.

ქეთი მელუა საქართველოს „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის“ ფარგლებში ეწვია. მსოფლიო მასშტაბის პოპ-ვარსკვლავის კონცერტი 16 სექტემბერს, 21:00 საათზე, ევროპის მოედანზე გაიმართა. ქეთი მელუა ქართველი მსმენელის წინაშე თავის ბრიტანულ ჯგუფთან ერთად, ძველი და ახალი ჰიტებით წარსდგა.

თბილისში ჩამოსულ მომღერალს დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეხვდა და იუბილარ მუსიკოსს დაბადების დღე მიულოცა. კახა კალაძემ ქეთი მელუას თბილისის მერიის პროექტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×