რეზონანსი
16.09.2018

 ექიმი რეანიმატოლოგი ხათუნა მარგველაშვილი ნარკოტიკებისგან გამოწვეულ  საშინელებებს აღწერს, რისი მომსწრეც თავად არის. ექიმი აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე თვის სტატისტიკა შემაშფოთებელია:

“ადამიანებო, თქვენი გული არ იკუმშება შიშით, როდესაც ტელეფონი რეკავს ნარკოკომა შემოდისო, ფიქრობ მოასწრებ თუ არა...

თქვენ არ დასდევთ საავადმყოფოს დერეფნებში ჰალუცინაციებით გაგიჟებულ გოგო-ბიჭებს, სისხლიანი ხელები და ამოგლეჯილი გულები რომ ელანდებათ და ვერაფრით აწყნარებ. არც ტაბლეტების მუჭებით ჩამყრელი ახალგაზრდების ატირებული დედები და მამები გინახავთ აპარატიანი შვილების საწოლებთან… არ იციან გონზე როდის მოვა გულყრებით განადგურებული მათი შვილები ან მოვა კი საერთოდ?..

ჰკითხეთ სასწრაფოს, რეანიმატოლოგებს, ამოიღეთ სტატისტიკა, თუნდაც ბოლო რამდენიმე თვის...

ახლა დღე არ გავა და არა ერთი, ბევრჯერ რამდენიმე შემთხვევა დღეში და ეს როგორც გვეუბნებიან, მხოლოდ დასაწყისია...“ - წერს ხათუნა მარგველაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×