რეზონანსი
16.09.2018

 საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი თემურ ბასილია, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს, მიმართვას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ მიუხედავად აშშ-ის რამდენიმე შტატში  ლეგალიზებისა,  მარიხუანა ქვეყანაში კვლავ რჩება აკრძალულ ნივთიერებად.  პირებს კი, ვინც აღიარებს, რომ წარსულში მოიხმარდა ან დაკავშირებულია მისი წარმოების ბიზნესთან, აშშ-ში შესვლა შესაძლოა, სამუდამოდ აეკრძალოთ.

როგორც ჩანს, საქართველოში არ იციან, რომ იმ პირებს ვინც მოიხმარენ მარიხუანას ან ჩართულნი არიან მისი წარმოების ბიზნესში (მათ შორის ლეგალურშიც კი), სიცოცხლის ბოლომდე შეიძლება აეკრძალოთ აშშ-ში შემოსვლა.

ეს ზოგადი კანონია, რომელიც ვრცელდება ყველაზე ქვეყანაზე, მათ შორის, საქართველოზე. ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნულია, რომ ისრაელის რამდენიმე მოქალაქეს, ვისაც ინვესტიციები აქვს გაკეთებული ამ ბიზნესში უკვე აეკრძალა აშშ-ში შემოსვლა.

თუ მოგზაური აღიარებს, რომ წარსულში გამოიყენებდა ნებისმიერ ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც აკრძალულია აშშ, როგორიც არის მაგალითად მარიხუანა, მას აეკრძალება აშშ-ში შემოსვლა… თუ, პიროვნება მუშაობს, ან ინვესტიციას აკეთებს ამ ინდუსტრიაში, ეს საკმარისი საფუძველია, რომ ამ პიროვნებას აეკრძალოს აშშ-ში შემოსვლა", - აცხადებს ბასილია.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის რამდენიმე შტატში მოხდა მარიხუანის დეკრიმინალიზაცია, ფედერალურ დონეზე მისი წარმოება, რეალიზება და მოხმარება კვლავ სისხლის სამართლის დანაშაულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×