რეზონანსი
16.09.2018

 პარლამენტის შენობასთან, სადაც შვილმკვდარი მამების ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქცია მიმდინარეობს, ჟურნალისტ ლაშა ბერულავას და პოლიციის წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება მოხდა. ლაშა ბერულავას განმარტებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მას არ მისცა შესაძლებლობა, რამდენიმე სლაიდისგან შემდგარი ფოტო და ვიდეო მასალა ეჩვენებინა, რომელიც ოკუპაციის თემას ასახავს.

„აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ვაპირებდი ოკუპაციის პრობლემაზე მესაუბრა და შიდა ქართლში არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა მეჩვენებინა. მე იმ ნაბიჯებზე წავედი, რომ მასალა სამართალდამცავებს წინასწარ ვაჩვენე, ვუთხარი, რის ჩვენებასაც ვაპირებდი. ამის მიუხედავად თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ლეპტოპისა და სხვა მოწყობილობის შეტანის შესაძლებლობა არ მომცა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლაშა ბერულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×