რეზონანსი
16.09.2018

 (რეზონანსი) სამეგრელოს ყოფილმა გუბერნატორმა, ლევან შონიამ საგამოძიებო უწყება ცოტა ხნის წინ დატოვა. ის სამართალდამცველების კითხვებს 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში პასუხობდა.

უწყებიდან გამოსვლის შემდეგ, ლევან შონიამ არც უარყო და არც დაუდასტურა, ეხებოდა თუ არა საგამოძიებო უწყებაში მისი დაბარება სკანდალურ ჩანაწერს, რომელიც ზუგდიდის მაღალჩინოსნების მიერ ქრთამის აღებას ეხება.

მან აღნიშნა, რომ ყველა იმ შეკითხვას უპასუხა, რომელიც სამართალდამცველებს ქონდათ.

"ვუპასუხე, რა კითხვებიც ჰქონდათ," - აღნიშნა ლევან შონიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×