რეზონანსი
16.09.2018

 (რეზონანსი) რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელის მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უზენაესობას არ აღიარებს. მისივე თქმით, მსოფლიო პატრიარქის იურისდიქციას აღარ სცნობს და მას სხვა ეკლესიების საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს.

მსოფლიო პატრიარქს კოორდინატორის როლს მართლმადიდებლური ეკლესიები ანიჭებენ, ხოლო თუ მისი ქმედებები კონკრეტული ეკლესიის პოზიციას ეწინააღმდეგება, ეკლესიას შეუძლია მას არ დაემორჩილოს.

შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესის ფარგლებში, მსოფლიო პატრიარქმა კიევში საკუთარი წარმომადგენლები დანიშნა.

საპასუხოდ, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ერთობლივი ღვთისმსახურება შეაჩერა და მსოფლიო პატრიარქს ლოცვებშიც აღარ მოიხსენიებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×