(რეზონანსი) ქ.თბილისის მერიის ძველ შენობასთან სასულიერო პირებმა პარაკლისი აღავლინეს. მათ პარაკლისი სავედრებელი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა წაიკითხეს.
პარაკლისის დასრულების შემდეგ, ისინი განცხადებას გააკეთებენ.
მათი მოთხოვნაა, შსს-მ მარიხუანის ექსპორტზე შესაძლო გატანის შესახებ კანონპროექტი უკან გაიწვიოს.
შეგახსენებთ, სასულიერო პირებმა, გუშინ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალი ინიციატივა, რომლითაც, შესაძლოა ქვეყნიდან კანაფის ექსპორტი სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით ნებადართული გახდეს, გააპროტესტეს. უწყებამ კანონპროექტი მინისტრთა კაბინეტს უკვე წარუდგინა, თანხმობა მიიღო და საკანონმდებლო ორგანოშიც გადააგზავნა. საკრებულოსთან იმყოფებოდა მამა ანდრიაც, რომელმაც განაცხადა, რომ სამღვდელოება და საპატრიარქო არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ამ კანონის მიღებას.