რეზონანსი
16.09.2018

 (რეზონანსი) 16 სექტემბერს აკი ბაშოს VIII საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინმა მესამე მარცხი განიცადა.

ლევან გორგაძე ოძეკ გოეიდოს დაუპირისპირდა, თუმცა გოეიდოსგან ძალისმიერი მიწოლით იორიკირით დამარცხდა . ამ მარცხის შემდეგ ქართველის ბალანსი ბაშოზე 5:3-ზეა. გორგაძეს სამი მოგება სჭირდება, რომ დადებითი ბალანსი შეინარჩუნოს.

17 სექტემბერს ტოჩინოშინის მეტოქე იოკუძუნა კისენასოტო იქნება, რომელთანაც ქართველს უარყოფითი ბალანსი 9:16-ზე აქვს.

ჯურიო ლიგაში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა გაგამარუმ, რომელმაც ოშიდაშით ლიგის მეშვიდე ნომერი ჩიონო დოჰიოდან გააძევა და ამ დროისთვის 4 მოგება და 4 მარცხი აქვს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×