რეზონანსი
16.09.2018

 (რეზონანსი) ექიმი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს:

„რაც შემიძლია ობიექტურად!

რაც არ უნდა საყვედური ვთქვათ დღევანდელ ხელისუფლებაზე, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივ აზრს დღეს დიდი ძალა აქვს!

საბოლოოდ ის გადაწყვეტილება მიიღება, რაც საზოგადოებაშია გაბატონებული. ბევრს ჰგონია და იტყვის "- როგორკაცო, მაშინ ჩვენ ამა და ამ აზრს რატომ არ ითვალისწინებენო?"

იმიტომ არ ითვალისწინებენ ჩემო კარგო, რომ საზოგადოების უმრავლესობას შენგან განსხვავებული აზრი აქვს დაშენ კი არავინ გიშლის გამოხატვას, მაგრამ შესრულდება ისე, როგორც უმრავლესობას სურს. აქედან გამომდინარე, მაქვს ჩემი მოსაზრებები, დღევანდელ მწვავე საკითხებზე და პროგნოზი, როგორი გაგრძელება ექნება მათ:

1.რაც არ უნდა აქონ და ოქროს სარაიები შეგვპირდეს მთავრობა, ვინც არ უნდა იყოს ამ პროექტის უკან, კანაფისთემას საზოგადოება არ მიიღებს და უმცირესობაში იქნება (შეიძლება მცირე პროცენტი შეაგროვონ ერთობლივად, მთავრობამ და ძველმა ნარკომანებმა). ეს საკითხი არ გავა და მთავრობას მიკედლებულებიც ძალიან ნუ დაიღლითთავს გაპრავებით..

2.სალომე ზურაბაშვილის გაპრეზიდენტების საქმე საკმაოდ რთულია; თუნდაც ახალშექმნილი პოლიტიკური, ნეიტრალური და ძველ ცოდვებთან არდაკავშირებული პარტიიდან რომ გამოჩენილიყო კანდიდატი- 100%-ითწააგებდა ქალბატონი სალომე.

ახლა, მით უფრო ასეთი აგრესიული და მის საწინააღმდეგოდ უაზროდ გაჩაღებული კამპანიის შედეგად- შანსიმიეცა! თბილისში სახელისუფლებო რესურს დიდი ძალა არა აქვს. ჩემი გამოცდილებით, ვერც რაიონში ეხმარებიანძალიან ეფექტურად პირს, ვინც უშუალოდ ამ, მმართველ პარტიასთან არ მოიაზრება. ამიტომ, ჩემი აზრით, მეორეტურის გარეშე, არაფერი არ გამოვა.

3.სარალიძის მიერ წამოწყებული საქმიდან საერთოდ არაფერი გამოვა. ჩემი აზრით, ბოლო პერიოდშიგარდაცვლილის მამა კარგავს ხელისუფლებასთან იმ მორალურ უპირატესობას, რაც ჰქონდა და რის გამოცსაზოგადოებრივი აზრი მის მხარეს იყო" - წერს დავით გადელია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×